Thumbnail

Corriere dello Sport-ის ცნობილმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა ივან ძაძარონიმ Radio Marte-ს ეთერში ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა.

"რეალობა ისაა, რომ მილანმა ტექნიკურ დონეზე ძალიან ცოტა არასწორი არჩევანი გააკეთა. ნაპოლიმაც ცოტა შეცდომა დაუშვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: ნაპოლის ყველაზე დიდი შენაძენი, მისი ფეხბურთელების სტაბილურობაა. დეულოფეუ? ის ალბათ მერტენსს ჩაანაცვლებს, ოლივერა კარგი ფეხბურთელია. კვარაცხელიას თამაშის რამდენიმე ვიდეოსიუჟეტი მაქვს ნანახი და ჩემთვის ის ფენომენია. დეულოფეუ ძალიან ტექნიკურია და ის კარგად თამაშობს. ის შესაძლოა, ინსინიე არ არის, მაგრამ ნაპოლიში სულ სხვა როლი ექნება".

შეგახსენებთ, რომ ცნობილია ივლისში ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმს დატოვებს და ნაპოლის შეუერთდება, სადაც 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხვიჩა ნაპოლიში პოზიციურად ლორენცო ინსინიეს შეცვლის, რომელიც MLS-ში წავიდა. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები