Thumbnail
  • ფიორენტინა ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერება აპირებს
  • ფლორენციელებს მადრიდის რეალიდან ლუკა იოვიჩის იჯარით დამატება სურთ

ფიორენტინამ იტალიის სერია A-ს სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და კონფერენსლიგის საგზური მოიპოვა. ფლორენციელები ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებას გეგმავენ, მათი მთავარი მიზანი დუშან ვლაჰოვიჩის ღირსეული შემცვლელი პოვნაა.

ფიორენტინამ რეალს უკვე მიმართა ლუკვა იოვიჩის იჯარით დამატებაზე. იტალიელებს სურთ, რომ სერბი შემტევი გუნდში იჯარით მიიყვანოს და გამოსყიდვის უფლებაც მიიღოს. გარდა ამისა, ფიორეს პრეზიდენტმა, როკო კომისომ რეალს ფეხბურთელის ხელფასის გარკვეული ნაწილის დაფარვაც სთხოვა.

ვლაჰოვიჩის წასვლის შემდეგ, გუნდმა ბაზელიდან არტურ კაბრალი დაიმატა, თუმცა ბრაზილიელი ისეთი შედეგიანი ვერ გამოდგა, როგორიც ვლაჰოვიჩი იყო. ფიორენტინაში კშიშტოფ პიონტეკიც ვერ ათამაშდა, პოლონელმა და ბრაზილიელმა შემტევებმა ჯამში სულ 5 გოლი გაიტანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები