Thumbnail
  • პსჟ-დან წამსვლელ ფეხბურთელთა სია საკმაოდ დიდია
  • პარიზულ კლუბში ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა 

პარი სენ-ჟერმენმა კილიან მბაპეს გუნდში დატოვების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაუშვას, რათა ფინანსები აკონტროლოს. წამსვლელ მოთამაშეებს შორის არის კლუბის ერთ-ერთი ვარსკვლავი ნეიმარიც.

ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პარიზული კლუბის ხელმძღვანელებისთვის 30 წლის ბრაზილიელის გაყიდვა ძალიან მომგებიანი იქნება. პირველ რიგში, სამხრეთამერიკელის ტრანსფერში პსჟ დიდ თანხას მიიღებს. გარდა ამისა, ფრანგულ კლუბს ბრაზილიელის ხელფასი გადასახდელი აღარ ექნება.

პსჟ-ს ხელმძღვანელობის პრიორიტეტი მესის გუნდში დარჩენაა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად ნეიმარს პარი სენ-ჟერმენის დატოვება არ სურს და ამაზე უარს იძახის. მეტიც, გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიელმა ყველა იმ კლუბს, რომელიც მას დაუკავშირდა, ამცნო, რომ პსჟ-ში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობისთვის ლიონელ მესის გუნდში დარჩენა პრიორიტეტია. ამის მიზეზი ისევ ფულია. მესის პსჟ-სთან ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურება, ხოლო მისი ასაკიდან გამომდინარე, კლუბი არგენტინელის ტრანსფერში დიდ ფულს ვერ აიღებს.

პარი სენ-ჟერმენში ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. თითქმის არცერთმა ფეხბურთელმა იცის თავისი მომავლის შესახებ. ბუნდოვანი სიტუაციაა მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს საკითხთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთმა წარუმატებელმა სეზონმა გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები