Thumbnail
  • დანი ალვეში და მარსელო შესაძლოა ვალიადოლიდში გადავიდნენ
  • ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებენ
  • ვალიადოლიდის მფლობელი ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დანი ალვეშსა და მარსელოს ბრაზილიის ნაკრების დაცვის ფლანგებზე ერთად არაერთხელ უთამაშიათ, მაგრამ საკლუბო დონეზე ამის შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ - მადრიდის რეალსა და ბარსელონაში.

ახლა კი, შესაძლოა ეს ისტორია შეიცვალოს. როგორც ესპანური მედია წერს, ვალიადოლიდის მფლობელ ლეგენდარულ რონალდოს თავის კლუბში თანამემამულე ფეხბურთელების გადაბირება სურს. ვალიადოლიდმა რამდენიმე კვირის წინ ლა ლიგის საგზური მოიპოვა და მომდევნო სეზონს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გაატარებს.

დანი ალვეშმა ბარსელონა დატოვა, მარსელომ - რეალი, მაგრამ ორივე ფეხბურთელმა თქვა, რომ ევროპაში დარჩენა სურთ. თუმცა, მარსელოს უფრო ამბიციური გეგმებიც აქვს და ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბში თამაში შეუძლია. სხვათა შორის, ბრაზილიელ მცველს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ იტალიურ მილანს.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს ბარსელონამ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და 39 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. იგივე მოხდა მარსელოს შემთხვევაშიც, რომელსაც რეალი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები