Thumbnail

ევროტურნირების წინ დინამო თბილისმა მთავარი მწვრთნელი შეცვალა: კახა ცხადაძე წავიდა და ის გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა; საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოშია და რუსული კლუბების წინადადებებზე დაფიქრებასაც კი არ აპირებს; სანდო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და რეიტინგში მესამე ადგილზეა. ამბები, რომლებიც შესაძლოა უიკენდზე გამოგრჩათ - ორშაბათის ტრადიციულ საკითხავში. 

1. ფეხბურთი | დინამო თბილისს ახალი მწვრთნელი ჰყავს

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძე გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. მხარეებს შორის 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ცნობილია ისიც, რომ ჭიაბრიშვილის ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე იქნება. "აქ მუშაობა ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოც." - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

📋 | ვრცლად დინამოზე წაიკითხეთ აქ.

2. ფეხბურთი | წიტაიშვილი კიევის დინამოშია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ოდესის ჩერნომორეცში გაატარა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებისა და ადგილობრივი ჩემპიონატის შეჩერების შემდეგ, დროებით პოლონეთში გადაბარგდა, სადაც სეზონი კრაკოვის ვისლაში ჩაამთავრა. "საერთოდ არ მაინტერესებს წინადადებები რუსული კლუბებისგან და მათ განხილვას არცკი დავიწყებ", - ამბობს წიტაიშვილი.

📋 | ვრცლად, რაზე ესაუბრა წიტაიშვილი უკრაინულ Sportarena-ს

3. ფარიკაობა | ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა

ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერს 179 ქულა აქვს. ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ სამხრეთკორეელ იუნგჰვან კიმსა (200) და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ ზილაგის (194) ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ სანდროსთვის ტრიუმფალური გამოდგა რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი, სადაც ის კარიერაში პირველად ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სხვათა შორის, 1/16-ფინალში ბაზაძემ ხსენებულ ზილაგის ძალიან დამაჯერებლად – 15:8 მოუგო.

📋 | ვრცლად ბაზაძის ჩემპიონობაზე და რეიტინგზე წაიკითხეთ აქ.

4. რომან დოლიძე: აქ ყველას მოკვლა შემიძლია

UFC 275-ზე, რომან დოლიძემ ამერიკელი კაილი დაუკაუსი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ნოკაუტით ყველას გაჩუმება სურდა, რადგანაც მის სტილს ხშირად აკრიტიკებდნენ. "ამბობდნენ, რომ მე მხოლოდ გრეპლინგი შემიძლია და რაღაც მსგავსი. მინდოდა, რომ მათ უბრალოდ მოეკეტათ." - აღნიშნა დოლიძემ.

📋 | დოლიძის კომენტარი სრულად წაიკითხეთ აქ.

5. F1 | კანადის გრანპრი ფერსტაპენმა მოიგო

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მე-9 გრანპრი კანადაში გაიმართა და მაქს ფერსტაპენმა პირველობა ისევ არავის დაუთმო. რედ ბულის ნიდერლანდელმა მბროლელმა ყველას აჯობა, თუმცა, ამჯერად ფერარის ესპანელ პილოტ კარლოს საინსთან ძალიან დაძაბული ბრძოლა ჰქონდა.

📋 | კანადის გრანპრის მიმოხილვა ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები