Thumbnail

გიგზი უელსის ნაკრებიდან დაითხოვეს - მას სასამართლო პროცესი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაიან გიგზს მეგობარ გოგონაზე თავდასხმა ბრალდება
  • ის თანამდებობას ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში ჩამოშორდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ხელშეკრულება გაწყვიტა რაიან გიგზთან. 

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა უელსის ეროვნული ნაკრები 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, თუმცა, ფაქტობრივად, თანამდებობას 2020 წლის ნოემბერში ჩამოშორდა.

მიზეზი მეგობარ გოგონა ქეით გრევილზე თავდასხმაში ბრალდება გახდა. მოგვიანებით ის ქეითის უმცროსი დის ემა გრევილის საწინააღმდეგო ქმედებებშიც ამხილეს.

წარსულში ცნობილი ნახევარმცველი ყველა ბრალდებას უარყოფს, თავისი სიმართლის დამტკიცება კი სასამართლოზე მოუწევს, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყება.

რთული გამოსაცნობი არაა, რომ გიგზის უკვე ოფიციალური წასვლა სკანდალური ვითარებისგან მისი განრიდების სურვილს უკავშირდება. უელსში მიიჩნეოდა, რომ ის სრულფასოვნად ვერ იმუშავებდა იმ ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე დროებითი თავკაცის რობ პეიჯის ხელმძღვანელობით გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები