Thumbnail

კრიშტიანო რონალდოს მოსამსახურემ 2-მილიონიანი ბუგატი დაუმტვრია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდოს ბუგატი ავარიაში მოყვა
  • ვეირონის მაქსიმალური სისწრაფე 400 კმ/სთ-ია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კრიშტიანო რონალდოს შვებულებაში უსიამოვნება შეემთხვა. 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის უძვირფასესი “ბუგატი ვეირონი” მალიორკაზე ავარიაში მოყვა. ეს მანქანა 2 მილიონი ევრო ღირს. უფრო სწორად, ღირდა.

თვითონ რონალდო მანქანაში არ ყოფილა. საჭესთან მისი ერთ-ერთი მოსამსახურე იჯდა. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

კრიშტიანო მალიორკაზე ოჯახთან ერთად ისვენებს. Diario de Mallorca-ს ინფორმაციით, მისი დამხმარე პერსონალის ერთ-ერთი თანამშრომელს “ბუგატი” ნაკლებად დატვირთულ გზაზე მიჰყავდა, როცა ავარია შეემთხვა. მანქანაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე უვნებელი გადარჩა.

“ბუგატი ვეირონი” უსწრაფესი სერიული ავტომობილია. მისი სიმძლავრე 1200 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სისწრაფე კი - 400 კმ/სთ. “ვეირონი” 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში ჩქარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები