Thumbnail
  • სებასტიან ალე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს
  • ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს

გერმანული SPORT1-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიამ სებასტიან ალესთან ყველა დეტალი შეათანხმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 27 წლის ცენტრფორვარდის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება.

ბორუსია თავდამსხმელს მას შემდეგ ეძებდა, რაც ერლინგ ჰაალანდის მანჩესტერ სიტიში გადასვლა გადაწყდა. სწორედ მის შემცვლელად მიჰყავს BVB-ს სებასტიან ალე, რომელიც დორტმუნდში 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბორუსიასა და აიაქსს შორის სატრანსფერო დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის. როგორც კი ორი კლუბი შეთანხმდება, ფორვარდის ტრანსფერიც გაოფიციალურდება. თავდაპირველად ნიდერლანდური კლუბი ალეს ტრანსფერში (კონტრაქტი 2025 წლამდე) 40 მილიონს ითხოვდა, ბორუსიამ კი 33 მილიონი შესთავაზა.

ალე აიაქსთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

სებასტიან ალეს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი 2017/19 წლებში ფრანკფურტის აინტრახტში თამაშობდა, საიდანაც კარიერა ინგლისში, ვესტ ჰემის რიგებში გააგრძელა. 

27 წლის ფორვარდმა ერედივიზიონის 2021/22 წლების სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 21 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ალე კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც 8 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს ორჯერ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები