Thumbnail

ოლეკსანდრ კოსტილიევი (S1MPLE) Natus Vincere-ის ღირსებას იცავს. მისმა გუნდმა ლისაბონში გამართული ტურნირი - BLAST Premier Spring Final ტრიუმფით დაასრულა. ორგანიზაციის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ უკრაინელმა გეიმერმა შეიტანა, რომელმაც კარიერაში მე-20 MVP-ის ჯილდო მოიპავა და CS:GO-ს სამყაროში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.

S1MPLE ჩემპიონატში თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დომინირებდა. მისი საშუალო რეიტინგი 1.37-ით შეფასდა, K-D ბალანსი +88-ით, ხოლო რაუნდში AWP მკვლელობები ყველაზე მაღალი ჰქონდა, რამაც დამსახურებული ჯილდო მოუტანა. კოსტილიევი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ ამ დროის განმვალობაში ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მან პირადი ტიტულებით უკან ისეთი ლეგენდები ჩამოიტოვა, როგორებიც ნიკოლაი ჰვილშოი რიდცი ‘DEV1CE’ (19 MVP), მატიე ჰერბო ‘ZywOo⁠’ (12 MVP), კრისტოფერ ალესუნდი ‘GET_RIGHT’ (10 MVP) და კენი შრუბი ‘kennyS’ (10 MVP) არიან. 

ორგანიზაციას ლისაბონში ტრიუმფმა 200 000 დოლარი მოუტანა

“ჩვენ კვლავ ის გუნდი ვართ, რომელიც ნებისმიერი ტურნირის მოსაგებად იბრძვის. ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ, არადა, ახალი მოთამაშეები დავიმატეთ და მოსამზადებელი პერიოდიც მოკლე გვქონდა. ძალიან კარგი CS ვითამაშეთ. გამოვარჩევდი FaZe-თან მატჩსა და ფინალურ შეხვედრას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მოთამაშეებით უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია” - ასეთი იყო S1MPLE-ის კომენტარი გამარჯვებს შემდეგ, HLTV-ისთან საუბრისას.

Natus Vincere-მა ლისაბონში ჩემპიონობით 200 000 დოლარი მიიღო. ორგანიზაციამ სხვადასხვა ტურნირებიდან საპრიზო თანხების სახით მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულამდე მიაღწია. გარდა ამისა, უკრაინულმა კოლექტივმა BLAST World Final-ზე ასპარეზობის უფლება მოოპოვა, რომელშიც მსოფლიოში საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ჩატარება წლის ბოლოსაა დაგეგმილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები