Thumbnail

ტრანსფერები | შეთანხმება მიღწეულია - რომელუ ლუკაკუ ინტერში ბრუნდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომელუ ლუკაკუ ისევ მილანის ინტერში ითამაშებს
  • 29 წლის ბელგიელი იტალიაში იჯარით დაბრუნდება

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერში ბრუნდება. ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან იტალიურმა კლუბმა ლონდონის ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწია.

Sky Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ბელგიელი ინტერში იჯარით დაბრუნდება, რომლის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი 8 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს მიიღებს. ამგვარად, რომელუ ისევ "ნერაძურისთვის" ითამაშებს.

ლუკაკუმ ინძაგისთან მუშაობა შარშან პრესეზონის დროს მოასწრო

1 წლის წინ ლუკაკუ ინტერიდან ჩელსიში 115 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. თავის მხრივ, ინტერში ის 2019-2021 წლებში თამაშობდა და გუნდის უპირობო ლიდერი იყო - 95 თამაში, 64 გოლი.

საინტერესოა ისიც, რომ ლუკაკუმ ჩელსიში ფეხის მოკიდება მეორედ შეძლო, რადგან "არისტოკრატებმა" ის ჯერ კიდევ 2011 წელს ბრიუსელის ანდერლეხტიდან იყიდეს, მაგრამ კლუბი ისე დატოვა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. მას სხვადასხვა პერიოდში ვესტ ბრომვიჩის, ევერტონისა და მანჩესტერ იუნაიტედის რიგებშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები