Thumbnail
  • ბრაზილია 10:14 საქართველო
  • 📅 23 ივნისი | 🏟 ალფრედ ჰაიოსი | ⌚ 21:30 | 🤽 საქართველო V მონტენეგრო | 📺 I არხი

ბუდაპეშტში დაიწყო მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც ისტორიაში პირველად ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. პირველ შეხვედრაში დეიან სტანოევიჩის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და 14:10 გაიმარჯვა. დებიუტანტებმა დამაჯერებელი და ძალზე მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყეს!

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა მოიპოვა. ტაიმში ორივე მეოთხედი (შესაბამისად, ტაიმიც) ფრედ დასრულდა, ჯერ 2:2, შემდეგ - 3:3. 

მე-2 ტაიმის დასაწყისში მარკო იელაჩამ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა - 6:5, მაგრამ ბრაზილიელებმა გათანაბრება და შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა გიმარაეშმა ბრაზილია წინ გაიყვანა - 6:7. ბორის ვაპენსკიმ პენალტით გაათანაბრა - 7:7, მანვე დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და შემდეგ მატჩში თავისი მესამე გოლიც გაიტანა - 8:7, ბრაზილიელებმა შორი მანძილიდან გაუტანეს რაზმაძეს - 8:8. საქართველო ისევ წინ წავიდა, შუშიაშვილის პასით გოლი სანდრო ადეიშვილმა გაიტანა. ვასიჩი-სარიჩის კომბინაცია მორიგი გოლით დასრულდა და საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა თამაშში წინ 2 ბურთის სხვაობით - 10:8.  მესამე მეოთხედის დასრულებამდე წამებით ადრე იოვან სარიჩმა შორი მანძილიდან გაიტანა - 11:8

ბოლო მეოთხედი ბორის ვაპენსკის გოლით გაიხსნა, ეს მისი მე-4 გოლი იყო მატჩში. გაიტანა ნიკა შუშიაშვილმაც, თანაც ულამაზესი გოლი, მან ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო - 13:9. სარიჩმა მარცხენა კუთხიდან შეძლო ბრაზილიელთა კარში გატანა, ეს იოვანისთვისაც მეოთხე გოლი იყო თამაშში - 14:10. მატჩიც ასე დასრულდა.

ამავე, A ჯგუფში მეორე მატჩი მოგვიანებით იწყება, მასპინძელი უნგრეთი მონტენეგროს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. ვინაიდან, უნგრეთი და მონტენეგრო ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა. 23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, ბრაზილია - მასპინძელ უნგრეთს.

ბრაზილია 10:14 საქართველო

გოლები: 2:2, 3:3, 3:6, 2:3 

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდი, ვასიჩი.

სხვა შედეგები: ავსტრალია 10:4 ყაზახეთი, გერმანია 11:12 იაპონია, სამხრეთ აფრიკა 4:22 იტალია, კანადა 2:19 ესპანეთი, საბერძნეთი 8:8 ხორვატია, აშშ 13:17 სერბეთი, მონტენეგრო V უნგრეთი (მიმდინარეობს) 

კომენტარები

ბოლო ამბები