Thumbnail

ახალი კონტრაქტი გაფორმებულია - სიმონე ინძაგი ინტერში რჩება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინტერის ხელმძღვანელებმა სიმონე ინძაგის ნდობა გამოუცხადეს
  • 46 წლის მწვრთნელმა “ნერაძურისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის ინტერის ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებენ.

სიმონე ინძაგი “ნერაძურის” დამრიგებლად კიდევ დიდხანს იმუშავებს. მილანურმა გრანდმა გამოაცხადა, რომ 46 წლის სპეციალისტთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

ინტერის ბოსები ინძაგის ენდობიან

შეგახსენებთ, რომ ინძაგი ინტერს 2021 წლიდან წვრთნის და პირველსავე სეზონში იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. როგორც იცით, იტალიის ჩემპიონი გასულ სეზონში მილანი გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები