Thumbnail

კალაშნიკოვა გერმანიაში 1/4-ფინალში ითამაშებს – ოქსანა უიმბლდონისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/ნილი 6:7 (8:10), 6:4, 10:3 ლეჩემია/სანტამარია
  • ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე ამჯერად ამერიკიდანაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გასულ კვირას იტალიურ გაიბაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშა და რუს ვიტალია დიატჩენკოსთან ერთად წყვილში მარცხი განიცადა, ამ კვირას კი, წარმატებული სტარტი უკვე ინგრიდ ნილთან ერთად აიღო.

ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები გერმანიის ქალაქ ბად ჰომბურგში დაწყებულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 203 024 ევრო) მერვედფინალიდან ჩაებნენ და ფრანგი ელიქსან ლეჩემია და ამერიკელი საბრინა სანტამარია 6:7 (8:10), 6:4, 10:3 დაამარცხეს.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში, რომელიც 23 ივნისს შედგება, კალაშნიკოვა და ნილი მე-3 განთესვის მქონე უკრაინულ-რუმინულ წყვილს (ნადია კიჩენოკი-რალუკა ოლარუ) შეხვდებიან.

ცნობისთვის, ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონისთვის ემზადება, სადაც პოლონელ კატარჟინა პიტერთან ერთად ითამაშებს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დიდი სლემის ტურნირზე ტრადიციულად რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ვიხილავთ ეკატერინე გორგოძეს, ხოლო ნათელა ძალამიძის (მას ქართული დროშის ქვეშ დებიუტი ექნება) პარტნიორი სერბი ალეკსანდრა კრუნიჩი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები