Thumbnail

‘ის ფოტო რაიოლას გადაუგზავნა’ - პოგბა მოურინიოსთან კონფლიქტზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლ პოგბა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 2016-2018 წლებში თამაშობდა
  • ფრანგმა ნახევარმცველმა პორტუგალიელთან სკანდალზე ღიად იასაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ჟოზე მოურინიო და პოლ პოგბა რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ყველამ იცის. 2018 წელს, სანამ პორტუგალიელს მანჩესტერ იუნაიტედიდან გაუშვებდნენ, მათ შორის სკანდალიც მოხდა, რომლის შესახებაც ფრანგმა ნახევარმცველმა ახლა გულახდილად ისაუბრა - Amazon Prime-ის დოკუმენტურ ფილმში „Pogmentary“.

პოგბა ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი ტრავმა იყო, რომლის მკურნალობა ფრანგს მაიამიში სურდა. “ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ტრავმა მივიღე. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მაიამიში ჩემს ცოლთან ერთად დამაფიქსირა. მოურინიომ ეს ფოტო მინო რაიოლას გადაუგზავნა, რაც ძალიან არ მომეწონა,” - აცხადებს 29 წლის ნახევარმცველი, - “ჟოზეს ვუთხარი, ამას სერიოზულად აკეთებ-მეთქი? ტრავმა მაქვს, დღეში სამჯერ მოვდიოდი, რომ მევარჯიშა. რა გგონია, სად ვარ, მე სხვა ფეხბურთელებს არ ვგავარ-მეთქი.”

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მოურინომ პოგბას “ვირუსი” უწოდა და გასახდელში ხშირად ეჩხუბებოდა: “არც თანაგუნდელებს სცემ პატივს, არც ფანებს და შენს გარშემო ყველა კარგ მენტალიტეტს, წესიერ ადამიანებს ანადგურებ.” - ეუბნებოდა ფრანგს.

მოურინიოს იუნაიტედიდან გაშვებიდან 4 წელზე მეტი გავიდა. პოგბა ამბობს, რომ ჟოზესთან კონფლიქტი მისთვის აქტუალური აღარ არის. “მაშინ მწვრთნელის ასეთი მიდგომა ჩემთვის სიახლე იყო. ზოგადად, მწვრთნელებთან პრობლემებს მიჩვეული არ ვარ. ხვალ რომ შევხვდე, მასთან ერთად გავიცინებ. წყენის გულში ჩადება არ მჩვევია,” - ამბობს პოგბა.

კომენტარები

ბოლო ამბები