Thumbnail

ვაკოს სუპერგოლი კორეაში - ყაზაიშვილი ულსანს სტუმრად მოგებაში დაეხმარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაიმ სტუმრად სეული დაამარცხა - 2:1
  • 29 წლის ნახევარმცველმა კორეის ჩემპიონატში მე-4 გოლი მიითვალა

ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაის 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი K League 1-ის მე-17 ტურის შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა სტუმრად სეულთან ანგარიშით 2:1 მოიგო. 

ყაზაიშვილი ულსანის სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 76-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მოგვიანებით სტუმრებმა გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხეს.

ვაკო კორეის მიმდინარე ჩემპიონატის 16 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. კიდევ 2 გოლი მას კლუბის მაისურით აზიის ჩემპიონთა ლიგაში აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა ივნისში გოლები საქართველოს ნაკრების მაისურითაც გაიტანა - ერთა ლიგაზე, შინ გიბრალტართან (4:0) და სტუმრად ბულგარეთთან (5:2).

ულსან ჰიუნდაის  K League 1-ში ჩატარებულ 17 მატჩში 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო ტურის შეხვედრას ვაკოს გუნდი 26 ივნისს, საკუთარ მოედანზე სონამთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები