Thumbnail

23 ივნისს NBA-ს დრაფტია. ცნობილი ექსპერტის, ადრიან ვოინაროვსკის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინდიანა პეისერსი მელკოლმ ბროგდონს დრაფტამდე გაცვლის. ინდიანას დრაფტზე მე-6 არჩევის უფლება აქვს, მაგრამ გუნდი ახლის ძიებაშია და ეს არ აკმაყოფილებს და კიდევ ერთი მაღალი ნომერი (პირველ 10-15-ში) სჭირდება. ზოგიერთი მოსაზრებით, ამ გაცვლაში შესაძლოა, ინდიანას 31-ე არჩევანის უფლება და გოგა ბითაძეც გამოიყენონ, რომელიც მომავალ სეზონში კარიერაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებს - $4 765 339-ს. 

გოგა ვაშინგტონის წინააღმდეგ

The Athletic წერს, რომ, შესაძლოა, გოგა ბითაძე ამ გაცვლით ვაშინგტონ ვიზარდსში აღმოჩნდეს. პრესტიჟულ გამოცემას ასეთი ტრეიდი ესახება - ინდიანა მიიღებს კენტეივიეს კოლდუელ-პოუპს, იშ სმითსა და, რაც მთავარია, 23 ივნისის დრაფტზე მე-10 არჩევანის უფლებას (სავარაუდოდ, ამ ნომრით მძიმე ფორვარდს, პოლონელ ჯერემი სოხანს აიყვანენ). ვაშინგტონი მიიღებს - მალკოლმ ბროგდონს, გოგა ბითაძეს და 23 ივნისის დრაფტზე 31-ე არჩევანის უფლებას. "ბითაძე ვაშინგტონს კარგად მოერგება, მას მერე, რაც გუნდმა თებერვალში მონტრეზ ჰარელი გაუშვა", - წერს The Athletic. 

მოკლედ, უახლოეს დღეებში გოგა ბითაძისთვის, რომელიც დრაფტზე ზუსტად 3 წლის წინათ აირჩია ინდიანა პეისერსმა ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები