Thumbnail

მოცურავე მწვრთნელმა გადაარჩინა - ანიტა ალვარესმა ყველა ანერვიულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და აუზში ჩაიძირა
  • ამერიკელი სინქრონული მოცურავე მისმა მწვრთნელმა გადაარჩინა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ცურვაში ერთ-ერთმა მონაწილემ ყველა ძალიან ანერვიულა.

სინქრონული მოცურავეების ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისას ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და საცურაო აუზში ჩაიძირა.

30 წლის სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა და აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაარჩინეს. წყლიდან ამოყვანის შემდეგ ალვარესს ექიმებმა დახმარება იქვე აღმოუჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მანამდე აუზში ორიენტაცია, თუმცა ასპარეზობა მაინც გააგრძელა, მაგრამ მალევე გაითიშა.

შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარ საათში გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ყველა დაამშვიდა. გუნდის ერთ-ერთი მენეჯერის თქმით, ანიტა ალვარესი თავს კარგად გრძნობს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მომხდარი, უდიდესი ალბათობით, სტრესის ბრალია. მოგვიანებით, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ალვარესისთვის ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ იყო.

შოკისმომგვრელი მომენტის შემდეგ ოქროს მედალს იაპონელი იუკიკო ინუი დაეუფლა. მეორე ადგილი უკრაინელმა მარტა ფიედინამ დაიკავა, ხოლო მესამე კი - ბერძენმა ევანგელია პლატანიოტიმ.

თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, დღის მთავარი ამბავი კი ის იყო, რომ ალვარესი კარგადაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები