Thumbnail
  • უნგრეთში გიორგი შერაზადიშვილი და ნიკა ხარაზიშვილიც გამოვლენ
  • ბუდაპეშტი პრესტიჟულ ტურნირს 8-10 ივლისს უმასპინძლებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ გრანდ სლემზე აპირებს გამოსვლას, მორიგი ცვლილებებია. შემადგენლობას 2 ძიუდოისტი დაემატა, რის შემდეგაც ქართველი მონაწილეების რიცხვი 13-მდე (10 კაცი, 3 ქალი) გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ პირველად სიაში ფიგურირებდა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილიც, მისი გამოკლების შემდეგ კი, 81 კგ-მდე წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტის გარეშე დარჩა. ახლა, ეს დანაკლისი აღმოფხვრილია.

გუნდს დაემატა გიორგი შერაზადიშვილი, რომელიც იუნიორებში მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია, ბოლოს კი თბილისის გრანდ სლემზე გამოვიდა და მერვედფინალში წააგო.

ბუდაპეშტში მიემგზავრება ნიკა ხარაზიშვილიც, რომელიც 90 კგ-ში გაცილებით გამოცდილ ბექა ღვინიაშვილს შეუწყვილდება. გასულ წელს მან იუნიორებში ევროპის ჩემპონატი მოიგო, ბოლოს კი ტატამიზე თებერვალში ვარშავაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

ვაჟები

-60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. – გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი

ქალები

-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
-78 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი

ბუდაპეშტის გრანდ სლემი ბოლოს 2020 წელს ჩატარდა და მასში 6 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა, ბრინჯაოს მედლები კი მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვეს. წელს, უნგრეთი ტურნირს 8-10 ივლისს უმასპინძლებს და იქ 59 ქვეყნის წარმომადგენელ 400-ზე მეტ ძიუდოისტს ელიან.

კომენტარები

ბოლო ამბები