- ხვიჩა კარაცხელია ნაპოლის უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს
- 21 წლის ნახევარმცველზე იტალიურ საფეხბურთო წრეებში მსჯელობენ
- 'ნაპოლიში ტრანსფერის თარიღი ცნობილია' - იტალიური მედია კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დღე-დღეზე უნდა შეუერთდეს. სერია A-ში საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის პერსპექტივის შესახებ იტალიურ საფეხბურთო წრეებში გამუდმებით საუბრობენ.
ხვიჩას შესაძებ ამჯერად წარსულში იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჯერად კი სპორტულმა მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ ისაუბრა, რომლის სიტყებს Tuttonapoli აქვეყნებს.
"კვარაცხელიას არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ნაპოლი მის დამატებას აპირებს, დავინტერესდი და მისი რამდენიმე მატჩი ვნახე. ის შესაძლოა ბომბა გახდეს და ინტერესით ველოდები".

ხვიჩაზე იტალიის ნაკრების, ნაპოლისა და ფიორენტინას ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ბაიანომაც ილაპარაკა:
"ვნახე კვარაცხელია. მას აქვს გამორჩეული თვისებები. ის მისთვის რთულ ლიგაში მოდის, სადაც ინსინიეს შეცვლა მოუწევს. ეს იოლი არ იქნება. უნდა მივცეთ მას დრო იმისთვის, რომ გაიზარდოს და შეცდომებიც დაუშვას".

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ივლისის დასაწყისში ელოდებიან. საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთში, ყაზანის რუბინში გაატარა, სადაც 2019-22 წლებში გამოდიოდა, წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იქ ომის გაჩაღების შემდეგ კი, რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და დინამო ბათუმში გადმოვიდა. ხვიჩას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.
კომენტარები