Thumbnail
  • იურაი კუცკა ბრატისლავის სლოვანში ჩაირიცხა
  • სლოვაკი ფეხბურთელი ბოლოს უოტფროდის ღირსებას იცავდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის სლოვანს დაუპირისპირდება, რომელიც ევროტურნირამდე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს იურაი კუცკა შეუერთდა, რომელიც წლების განმავლობაში ჯენოას, მილანის, პარმასა და უოტფორდის ღირსებას იცავდა.

კუცკამ კაშიასა და კანკავას გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და დინამო ბათუმის წინააღმდეგ 6 და 13 ივლისს გასამართ მატჩებშიც მიიღებს მონაწილეობას.

"ძალიან სასიამოვნო გრძნობა და მომენტია ჩემთვის, რომ ვბრუნდები იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო - სლოვაკეთში. მოუთმენლად ველოდები თამაშებს და მადლობა შანსისთვის, რომელიც მეძლევა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს მიზნებს მივაღწევთ," - ციტირებს კუცკას სიტყვებს სლოვანის ვებგვერდი.

კუცკას სლოვაკეთის ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული და რამდენჯერმე კაპიტანიც იყო. ის ეროვნულ გუნდთან ერთად 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები