Thumbnail

კავშირი რადიკალ მემარჯვენეებთან - ჰინტერეგერმა კარიერა დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარტინ ჰინტერეგერმა მოულოდნელად კარიერა დაასრულა
  • 29 წლის მცველმა კონტრაქტი გაწყვიტა და ბოლოდროინდელ სკანდალზეც ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფრანკფურტის აინტრახტმა დღეს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მარტინ ჰინტერეგერმა კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტა და საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.

“ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებაზე შემოდგომაზეც ვფიქრობდი. სპორტული თვალსაზრისით საკმაოდ რთულ ფაზაში ვიყავი, ისე ვეღარ ვთამაშობდი, როგორც ადრე.” - ვკითხულობთ ჰინტერეგერის განცხადებაში, რომელიც აინტრახტმა გაავრცელა, - “ევროპალიგის მოგება ამიტომაც ვიზეიმე ასე ემოციურად. ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო ტიტული იყო, რომელსაც აინტრახტის ფანტასტიკურ ფანებთან ერთად ვზეიმობდი.”

ჰინტერეგერი აინტრახტში 2019 წელს, აუგსბურგიდან ჯერ იჯარით, მერე კი სრულფასოვნად გადავიდა. ავსტრიის ნაკრების მცველმა (67 თამაში) ფრანკფურტელთა რიგებში 136 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

კარიერის დასრულების ზუსტ მიზეზზე არავის უსაუბრია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჰინტერეგერს პრობლემები ჰქონდა. მას მკაცრად აკრიტიკებდნენ ჰაინრიხ ზიკლთან საქმიანი ურთიერთობის გამო, რადგან ეს უკანასკნელი ავსტრიაში მემარჯვენე ექსტრემისტად მიიჩნევა.

რადიკალი მემარჯვენე “ჰინტის თასს” დაესწრო, რომლის ორგანიზატორი სწორედ ჰინტერეგერია. ფეხბურთელმა ზიკლი დაიცვა, რამაც მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. ამისათვის ფეხბურთელმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რადიკალი მემარჯვენეების არატოლერანტული იდეები მისთვის მიუღებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები