Thumbnail

კალაშნიკოვა ნახევარფინალშია - მოგება ფავორიტად მიჩნეულ წყვილთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/ნილი 6:3, 6:4 კიჩენოკი/ოლარუ
  • ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითადი ბადისთვის ემზადება

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გერმანიის ქალაქ ბად ჰომბურგში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 203 024 ევრო) წყვილთა გათამაშებაში ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

კალაშნიკოვა და ამერიკელი ინგრიდ ნილი Bad Homburg Open-ის მეოთხედფინალში მე-3 განთესვის მქონე უკრაინულ-რუმინულ წყვილს (ნადია კიჩენოკი-რალუკა ოლარუ) შეხვდნენ და ფავორიტებად მიჩნეულ მეტოქეებთან 6:3, 6:4 იმარჯვეს.

უკვე ცნობილია, რომ ოქსანა და ინგრიდი ფინალის საგზურისთვის მე-2 რეიტინგით მოთამაშე პოლონელ ალისია როსოლსკასა და ახალზელანდიელ ერინ რუტლიფს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა უიმბლდონის ძირითადი ბადისთვის ემზადება, რომელშიც პოლონელ კატარჟინა პიტერთან ერთად ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები