Thumbnail
  • როკჰერსტ ჰოუკსში დავით აბულაძე და დავით კაკუშაძე ითამაშებენ
  • კანზას სიტის უნივერსიტეტის გუნდი NCAA-ს II დივიზიონში თამაშობს 

კანზას სიტის როკჰერსტის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში ახალი სეზონიდან ორი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს, მათ შორის ერთი ეროვნული ნაკრების, მეორე კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია. როკჰერსტ ჰოუკსი კოლეჯთა ლიგის, NCAA-ს II დივიზიონში, დიდი ტბების ველის კონფერენციაში თამაშობს.

22 წლის დავით კაკუშაძე ილიას ზუროსმა ახლახან ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა და გუნდთან ერთად უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის ემზადება. კაკუშაძე როკჰერსტის უნივერსიტეტმა შარშან ზაფხულში აიყვანა, თუმცა ბრიუსტერის აკადემიაში სწავლის გამო, მას დებიუტისთვის ერთი წლით მოცდა მოუწია. კაკუშაძე პოზიციით მცველია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ის საშუალოდ 6.1 ქულას, 2.0 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებდა. 

გუნდის 6 ახალწვეული, მათ შორის დავით აბულაძე

"ქორების" მეორე ახალწვეული დავით აბულაძეა, 20 წლის მცველ/ფორვარდი, რომელიც ამჟამად 20-წლამდელთა ნაკრების რიგებშია (საბერძნეთთან ახლახან 4 ქულა ჩააგდო) და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც თბილისში ივლისში გაიმართება. ჰოუკსმა მისი აყვანა ხუთ სხვა ახალწვეულთან ერთად, ამ სეზონის წინ გამოაცხადა.     

"დავითს სიმაღლის მიუხედავად კომფორტულად შეუძლია გამთამაშებლის ფუნქციის შესრულება. ის კარგი მეპასეა და გუნდურ თამაშზე ორიენტირებულია. სიმაღლის წყალობით შეუძლია სხვადასხვა პოზიციის მეტოქის წინააღმდეგ თამაში დაცვაში. ჩვენ ძალიან მოგვწონს გუნდის პირველი ქართველი კალათბურთელი დავით კაკუშაძე და გვჯერა, რომ აბულაძეც დიდებული შენაძენია გუნდისთვის", - განაცხადა ჰოუკსის თავკაცმა დრიუ დაინერმა. დავით აბულაძეს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები