Thumbnail

სპორტული ტანსაცმლის კომპანია Nike რუსეთის ბაზარს მთლიანად ტოვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომია
  • კომპანიის მაღაზიები, რომლებიც დროებით იყო დახურული, აღარ გაიხსნება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

სპორტული ტანსაცმლისა და პროდუქციის ამერიკული კომპანია Nike, რომელმაც მოსკოვში პირველი მაღაზია 1994 წელს გახსნა, მთლიანად ტოვებს რუსეთის ბაზარს. ამერიკულმა კომპანიამ შესაბამისი გადაწყვეტილება სამი თვით შეჩერებული საქმიანობის შემდეგ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ Nike მოსკოვის სპარტაკის სპონსორი 2005 წლიდან იყო, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, ქვეყნის ტერიტორიაზე კი საქმიანობა დროებით შეაჩერა. 

კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთში არსებული Nike-ის მაღაზიები, რომლებიც აქამდე დროებით იყო დახურული, აღარ გაიხსნება. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ახლო მომავალში აპირებენ კანონის მიღებას, რომელიც იმ უცხოური კომპანიების აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის ბაზრის დატოვებას აპირებენ. ამან ზოგიერთ კომპანიას აგრესორი ქვეყნიდან გასვლა დააჩქარებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები