Thumbnail

კონტრაქტი ივლისში გაფორმდება - პოგბა იუვენტუსში ბრუნდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტურინის იუვენტუსი პოლ პოგბას უფასოდ იბრუნებს
  • ფრანგი ნახევარმცველი იტალიაში ორ კვირაში ჩაფრინდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლ პოგბა იუვენტუსთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. ფრანგი ნახევარმცველი ტურინში ორ კვირაში ჩაფრინდება და იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და იუვენტუსი პოგბას ივლისში წარადგენს. ფეხბურთელი გუნდთან მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პოგბას იუვენტუსი მეორედ დაიმატებს უფასოდ. პირველად ზუსტად 10 წლის წინ მანჩესტერ იუნაიტედიდან და ახლაც, რომელთანაც ფრანგს კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. საინტერესოა ისიც, რომ ტურინულმა გრანდმა პოლი 2016 წელს მანჩესტერში 105 მილიონ ევროდ გაყიდა.
პოგბამ იუვეს მაისურით 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა, ხოლო მანჩესტერის რიგებში 2016-2022 წლებში 236 შეხვედრაში.

კომენტარები

ბოლო ამბები