Thumbnail
  • საქართველო 9:10 მონტენეგრო
  • 📅 25 ივნისი | 🏟 ალფრედ ჰაიოსი | ⌚ 23:00 | 🤽 უნგრეთი V საქართველო | 📺 I არხი

ბუდაპეშტში მიმდინარეობს მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში. წყალბურთელ ვაჟთა ტურნირზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები დეიან სტანოევიჩის ხელმძღვანელობით. A ჯგუფის პირველ ტურში ბრაზილიის 14:10 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 9:10 დამარცხდა.

მონტენეგრო დუშან მატკოვიჩის შორეული დარტყმით დაწინაურდა. ბოგდან დურდიჩმა ორამდე გაზარდა უპირატესობა, როცა მეტოქე რიცხობრივ უმეტესობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა დუშან ვასიჩის გოლით უპასუხა. მეოთხედის ბოლომდე მეტოქემ კიდევ ორი გოლი გაიტანა - 1:4. 

მეორე მეოთხედი ანდრია ბითაძის გოლით დაიწყო, მსაჯების მსჯელობის შემდეგ ბურთი ჩაითვალა - 2:4. შუბლაძის "სეივების" წყალობით ნაკრებმა კარგა ხნის განმავლობაში არ გაუშვა, შემდეგ კი ნიკა შუშიაშვილმა შორიდან ცაციით ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 3:4. ტაიმის ბოლომდე 3 წამით ადრე დუშან ვასიჩმა გაათანაბრა - 4:4. 

მესამე მეოთხედი მონტენეგროს უპირატესობით წარიმართა, თუმცა იმნაიშვილმა, ვაპენსკიმ და ვასიჩმა თითო გოლი გაიტანეს მეტოქის კარში - 7:8. ბოლო მეოთხედი იოვან სარიჩის პენალტით გაიხსნა, საქართველომ ანგარიში გაათანაბრა - 8:8. ამას მონტენეგროელთა ორი გოლი მოყვა, რასაც ბითაძემ ბრწყინვალე გოლით უპასუხა - 9:10. ბოლო წამები საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაატარა, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანა. 

ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელსა და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება - შეხვედრა 25 ივნისს 23:00-ზე დაიწყება. ჯგუფიდან 3 გუნდი პლეი ოფში გადის, გამარჯვებული - მეოთხედფინალში, მეორე-მესამე ადგილზე გასულები კი - მერვედფინალში. 

მონტენეგრო 9:10 საქართველო

გოლები: 4:1, 0:3, 3:4, 2:2

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე) - ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე (2), იელაჩა, ჯახაია, სარიჩი (1), იმნაიშვილი (1), ვაპენსკი (1), ბარალდი, ვასიჩი (3) 

სხვა შედეგები: ხორვატია 13:9 გერმანია, სერბეთი 6:5 ავსტრალია, ესპანეთი 28:2 სამხრეთ აფრიკა, იტალია V კანადა (გადაიდო), იაპონია 7:18 საბერძნეთი, ყაზახეთი 4:17 აშშ, უნგრეთი V ბრაზილია (მიმდინარეობს) 

კომენტარები

ბოლო ამბები