Thumbnail
  • TOP 14-ის ფინალური დაპირისპირება 24 ივნისს გაიმართება
  • ფინალურ მატჩში ორი ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას

ფრანგული სარაგბო ლიგა სრულდება. ელიტარული დივიზიონის ფინალში ერთმანეთს კასტრი და მონპელიე შეხვდებიან. კასტრი საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსედ მოგებას ეცდება, ხოლო მონპელიე ისევ პირველი ტიტულისთვის იბრძვის.

კასტრის რიგებში ლევან ჩილაჩავა სათადარიგო სკამზეა, ხოლო მონპელიეს სათადარიგო სკამზე გელა აფრასიძეა, რომელმაც თავის გუნდს ბორდოსთან ნახევარფინალი მოაგებინა და ფინალში გაიყვანა.

გარდა ამისა, მონპელიეში მიხეილ ნარიაშვილიც ირიცხება, რომელიც შემადგენლობაში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ნარიაშვილი მონპელიეს ამ ფინალის შემდეგ დატოვებს და კლუბში 12-წლიან ასპარეზობას დაასრულებს.

კასტრი და მონპელიე TOP 14-ის ფინალში მეორედ ხვდებიან. ამ გუნდებმა ფინალი პირველად 2018 წელს ითამაშეს და კასტრმა 29:13 მოიგო. მონპელიე ქვეყნის 2-გზის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო კასტრისთვის ეს მე-8 ფინალი იქნება. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები