Thumbnail

რონალდო ნერვული აშლილობის ზღვარზე - კრიშტიანო მანჩესტერის დატოვებასთან ახლოსაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერელთა უმოქმედობით უკმაყოფილოა
  • 37 წლის პორტუგალიელი კლუბის შეცვლას უკვე ამ ზაფხულს არ გამორიცხავს
  • ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი, 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის პერიოდში შესაძლოა კლუბი შეცვალოს. 

ბრიტანული მედიის ცნობით, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს განსაკუთრებით სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერ იუნაიტედის უმოქმედობა აღიზიანებს. 

როგორც ირკვევა, კრიშტიანო რონალდო ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენჯერმე ესაუბრა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს. ფორვარდი აღფრთოვანებულია ნიდერლანდელი სპეციალისტის სურვილით, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შემტევი ფეხბურთი დააბრუნოს, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე კლუბის არასტაბილურობის გამო, პორტუგალიელი ძალიან შფოთავს.

მანჩესტერში დაბრუნებულმა კრიშტიანომ ტიტული ვერ მოიგო

აღნიშნულია, რომ კრიშტიანო ნერვული აშლილობის ზღვარზეა და გარემოცვასთან საუბრის დროს აღირებს, რომ ახალი კლუბის მოძიებას დაიწყებს, თუკი მანკუნიანელები უფრო აქტიურად არ იზრუნებენ შემადგენლობის გაძლიერებაზე. 

სხვათა შორის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს კარიერა შესაძლოა ბაიერნში გაგრძელდეს. ხუთი “ოქროს ბურთის” მფლობელის გადაბირებას მიუნხენში იმ შემთხვევაში შეეცდებიან, თუკი გერმანული კლუბი ამ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკის, ბოლოს და ბოლოს, შეელევა.

ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის ადგილი შესაძლოა კრიშტინაო რონალდომ დაიკავოს

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა, თუმცა ორი სეზონის განმავლობაში ვერცერთი ტიტულის მოგება მოახერხა. 2021/22 წლების სეზონში კლუბმა ინგლისის პრემიერლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ სეზონში მანკუნიანელთა მაისურით ყველა ტურნირის 38 მატჩში ითამაშა, გაიტანა 24 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები