Thumbnail
  • კვიპრისის ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლს ავლენს
  • გამოკითხვაში პირველობისთვის თორნიკე ოქრიაშვილი და ანდრეა მაკრისი იბრძვიან  

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი, რომელიც აპოელ-ის აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა 8 მაისს, სტუმრად აპოლონთან გამართულ შეხვედრაში გაიტანა, კვიპროსის 2021/22 წლების ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული.

კვიპროსის ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია (PASP) პარტნიორ Stoiximan-თან ერთად, გულშემატკივართა გამოკითხვით ავლენს. თორნიკეს "მაკრატელას" კონკურენტი ანდრეას მაკრისის ანალოგიურ სტილში გატანილი გოლია, რომელიც ნიქოზიის ოლიმპიაკოსის თავდამსხმელმა ომონიასთან მატჩში მიითვალა.

"სრულიად კვიპროსის ფეხბურთის ასოციაცია და Stoiximan გთავაზობთ ორ ბრწყინვალე "მაკრატელას", რათა ხმისმიცემით 2021/22 წლების ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლი გამოავლინოთ. ანდრეას მაკრისმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანეს. კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ ვიდეოს ნახვით და ხმა მიეცით თქვენს ფავორიტს", - წერია PASP-ის საიტზე, სადაც ხმის მიცემა შეიძლება. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ აპოელ-თან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი კლუბის ძიებაშია. საქართველოს ნაკრების 30 წლის შემტევმა კვიპროსის გასულ ჩემპიონატის 24 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები