Thumbnail

ზირაქაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე გაანადგურა - ქართველმა 4 რაუნდი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირაკლი ზირაქაშვილმა King Of The Table 4-ზე დიდი გამარჯვება მოიპოვა
  • ქართველმა მკლავჭიდელმა ბრაზილიელ მარსიო ბარბოსას აჯობა

დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე, ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ირაკლის მეტოქე ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მკლავჭიდელია.

ირაკლის გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ 4 რაუნდი დასჭირდა, მან მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო და ბოლო ორ რაუნდს უბრალოდ აზრი დაუკარგა. ზირაქაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში დიდი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები