Thumbnail

სრული ტრიუმფი დუბაიში! ქართველმა ჰალკმა ლარატს 6:0 მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან საგინაშვილმა King Of The Table 4-ზე კარიერაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
  • ქართველმა მკლავჭიდელმა კანადელ დევონ ლარატს აჯობა

დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე, ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა იასპარეზა, რომელმაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ლევანის მეტოქე კანადელი დევონ ლარატი იყო, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრა მოგებული ჰქონდა.

ლევანმა მეტოქეს ექვსივე რაუნდი მოუგო. ლარატი უშანსოდ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას ბევრი ელოდა, ქართველმა ჰალკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით მასზე ძლიერი არავინაა. ლევანს 2018 წლის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია და ლარატიც 6:0 გაანადგურა.

კომენტარები

ბოლო ამბები