- თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იტალიაში გამოსვლა დაასრულა
- საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 8 მედალი მოიგო
იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ნაკრებმა იტალიაში 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომელმაც პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა. ვერცხლის მედლებს: გივი მაჭარაშვილი, ტარზან მაისურაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. მაჭარაშვილი სლოვაკ ბატირბეკ ჩაკულოვთან 4:10 დამარცხდა. მირიან მაისურაძემ ოსმან ნურმაგომედოვთან დათმო ბრძოლა, ხოლო ტარზან მაისურაძე აბუბაქარ აბაკაროვთან 2:3 დამარცხდა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს: თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ზაურ ბერაძე და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.
კომენტარები