Thumbnail

ჯერ გეიჯი გამოიწვია, შემდეგ ხაბიბს გაესაუბრა - გამროტმა ცარუკიანი დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მატეუშ გამროტმა არმან ცარუკიანი დაამარცხა
  • პოლონელმა ბრძოლის შემდეგ ჯასტინ გეიჯი გამოიწვია

UFC-ის მსუბუქი წონის პოლონელმა მებრძოლმა, მატეუშ გამრტომა დღეს 5-რაუნდიან ბრძოლაში რეიტინგში მასზე ერთი საფეხურით მაღლა მდგარი სომეხი მეტოქე - არმან ცარუკიანი დაამარცხა.

დაძაბული დაპირისპირება, გამრტომა რამდენიმე ეფექტური გდების ხარჯზე მოიგო, რამაც მსაჯების თვალში, დგომში ცარუკიანის უპირატესობა გადაწონა.

ბრძოლის შემდეგ ორივე მებრძოლს მაიკლ ბისპინი გაესაუბრა - "მოვა დრო და ჩემპიონი აუცილებლად გავხდები, ახლა კი ამ ორგანიზაციაში ყველაზე დაუნდობელი კაცი - ჯასტინ გეიჯი მინდა გამოვიწვიო, მომდევნო ბრძოლა სწორედ მასთან მსურს." - ამბობდა გამროტი.

"მეგონა, რომ 3 რაუნდი მოვიგე, არ ვიცი მსაჯებმა ასე რატომ გადაწყვიტეს..." - განაცხადა ცარუკიანმა. "ბრძოლას კიდევ ერთხელ ვნახავ, თუმცა ვაღიარებ, რომ შეცდომები მქონდა და ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი." - 25 წლის წარმოშობით სომეხი მებრძოლი, საქართველოში, ახალქალაქშია დაბადებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები