Thumbnail

გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი იქნება! მამარდაშვილი და ვალენსია შეთანხმდნენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს
  • კონტრაქტი ხელმოსაწერად მზადაა, მაგრამ ამ დროისთვის ერთი დაბრკოლება არსებობს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონ ევრომდე იქნება.

AS წერს, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტს მხოლოდ ხელის მოწერა აკლია. როგორც ესპანური გაზეთი იტყობინება, ვალენსიამ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს მამარდაშვილი ახალ კონტრაქტს ხელს. საქმე ისაა, რომ ესპანურ კლუბს სურს თავიდან აირიდოს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის რისკი.

ვალენსიაში მამარდაშვილზე დიდ იმედს ამყარებენ

"ვალენსიასთვის გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლება მთავარი თემა იყო, რადგან ის სხვა გუნდში არ "გაქცეულიყო". მეკარეს ვალენსიაში დარჩენა სურს და მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ. ვალენსიას ქართველის ახალი კონტრაქტი უჯრაში უდევს, მაგრამ სანამ რომელიმე ფეხბურთელს არ გაყიდის, მანამდე მისი გაფორმება არ სურს, რომ თავიდან აირიდოს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის საფრთხე. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და მამარდაშვილი კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი, რომელიც ჯერ კიდევ 20 მილიონი ევროა, 100 მილიონი ევრო იქნება", - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1 წლის წინ იჯარით შეუერთდა. ესპანელებმა ის მეორე გუნდისთვის დაიმატეს, მაგრამ 21 წლის ქართველი მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრდა და 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩიც ჩაატარა. "ლოს ჩემ" გიორგი გასული წლის დეკემბერში გამოისყიდა და კონტრაქტი 2025-წლამდე გაუფორმა, რომელიც სულ მალე 2 წლით გახანგრძლივდება.

კომენტარები

ბოლო ამბები