Thumbnail
  • ლისაბონის სპორტინგის დირექტორი რონალდოს დაბრუნების შესაძლებლობაზე
  • უგო ვიანასთვის ეს ახლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია

კრიშტიანო რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, მაინც განხილვის საკითხია.

ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ კრიშტიანოს ინგლისური კლუბის დატოვება სურს და ახალ გუნდს ეძებს. დაიწერა იტალიური რომას, მიუნხენის ბაიერნისა და ლონდონის ჩელსის ვარიანტებზეც. ამჯერად, 37 წლის თავდამსხმელის შესახებ ლისაბონის სპორტინგის სპორტულმა დირექტორმა უგო ვიანამ ილაპარაკა, კერძოდ, პორტუგალიურ კლუბში მის შესაძლო დაბრუნებაზე:

ვიანა და რონალდო პორტუგალიის ნაკრებში

"არა, ახლა არა მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს, თუმცა ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება. ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ მის მომავალზე არაფერი ვიცით. მანჩესტერთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აქვს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს", - აღნიშნა ვიანამ, რომელიც კრიშტიანოსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა.

კრიშტიანო რონალდო სპორტინგის აკადემიაში 1997-2002 წლებში თამაშობდა, ხოლო მთავარი გუნდის ღირსებას 2002-2003 წლების სეზონში იცავდა (31 მატჩი, 5 გოლი). სპორტინგის დატოვების შემდეგ რონალდოს კარიერაში სულ სამი კლუბი იყო - მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები