Thumbnail

ნიჩბოსნობა | წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ოქროს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრში 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

დღეს, წივწივაძემ ძალები 18-წლამდელთა შორის 200-მეტრიან დისტანციაზე მოსინჯა და პირველობა არავის დაუთმო. ალექსანდრეს მაჩვენებელი 41.200 წამი იყო, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი, შესაბამისად, ესპანელ დანიელ როსსა (+0.250) და ჩეხ ადამ რუდოლფს (+0.587) ერგოთ.

ქართველი ნიჩბოსანი 200-მეტრიან დისტანციაზეც საუკეთესო იყო

შეგახსენებთ, რომ გუშინ წივწივაძემ თავის გამოჩენა კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისტანციაზე მოახერხა, როდესაც ფინალურ გაცურვაში 3:58.45 წუთი დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წივწივაძემ ევროპირველობაზე ოქროს მედლის მოპოვება გასულ წელსაც შესძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები