Thumbnail
  • ბაიერნმა როგორც იქნა გამოაცხადა, რა ნომრით ითამაშებს სადიო მანე
  • სენეგალელი ვარსკვლავის მაისურზე ამ ნომერს ბევრი არ ელოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ამ მეგა-ტრანსფერის დადასტურებისა და ფეხბურთელის წარდგენის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, თუ რა ნომრით ითამაშებდა სადიო მანე რეკორდმაისტერში და აი, ესეც გაირკვა: 30 წლის მანე ლივერპულში 10 ნომერი იყო, ბაიერნში კი… 17 იქნება!

“გადავხედე, რომელი ნომრები იყო ბაიერნში თავისუფალი და არჩევანი 17-ზე შევაჩერე. მინდა, რომ ამ ნომრით ახალ გუნდთან ერთად ბევრი წარმატება ვიზეიმო. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თანაგუნდელებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას,” - აცხადებს მანე, რომელიც ბაიერნმა 32 მილიონ ევროდ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ სადიო მანე 2013/2014 წლების სეზონიდან 10 ნომერი იყო. ახლა კი, ბაიერნში მე-17 ნომერი იქნება. მიუნხენურ გრანდში ეს ნომერი ბოლოს მიკაელ კუიზანსს ჰქონდა, მანამდე კი, ყველაზე ცნობილი მოთამაშეები, რომლებიც რეკორდმაისტერში 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდნენ, ჟერომ ბოატენგი (2012-2021), მარკ ვან ბომელი (2006-2011), ტორსტენ ფინკი (1997-2004) და კრისტიან ციგე (1995-1997) იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები