Thumbnail

დი მარია იუვენტუსში ითამაშებს - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანხელ დი მარიამ ტურინის იუვენტუსში გადასვლა გადაწყვიტა
  • არგენტინელი იტალიურ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

34 წლის ანხელ დი მარია იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოსაა. იტალიური მედია იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ახლა მოსაგვარებელი მხოლოდ ბოლო დეტალები დარჩა, რაც პრაქტიკულად დროის საკითხია.

ინფორმაცია დაადასტურეს დი მარიას გარემოცვაშიც. ამგვარად, არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. დი მარია იუვესთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

დი მარიას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ყოფნა სურს, ამიტომაც, ევროპაში 1 წლით დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო შემდეგ მიზნად მშობლიურ როსარიო სენტრალში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

ანხელმა კარიერა სწორედ როსარიოში დაიწყო, შემდეგ კი ევროპაში გადაინაცვლა, სადაც ბენფიკას, რეალის, მანჩესტერ იუნაიტედისა და პარი სენ-ჟერმენის რიგებში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები