Thumbnail

ტრანსფერი | ანორთოსისში მე-2 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ავთო ებრალიძემ ანორთოსისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 30 წლის შემტევმა გასული სეზონიც კვიპროსის ჩემპიონატში გაატარა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფამაგუსტას ანორთოსისში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა - ავთო ებრალიძე. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ფამაგუსტელებთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

როგორც ანორთოსისის ვებგვერდი წერს, ავთომ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ბოლოს დოქსაში თამაშობდა, რომლის მაისურით გასულ სეზონში 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ებრალიძეს სხვადასხვა დროს ლაგოსში, ევორაში, ოლივეირენსეში, ჟილ ვისენტეში, ვიზეუში, შავესში, ნასიონალში, ვოლუნტარსა და ლეიშოეშში უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ებრალიძის ანორთოსისში დამატება თემურ ქეცბაიას სურდა, მაგრამ 54 წლის სპეციალისტმა კლუბი ტრანსფერამდე დატოვა. ამგვარად, ანორთოსისში მომდევნო სეზონში 2 ქართველი ითამაშებს - გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები