Thumbnail

საუდის არაბეთის ფერებში - ნიუკასლმა მესამე ახალი ფორმა წარმოადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისურმა კლუბმა მომავალი სეზონისთვის მესამე ფორმა წარმოადგინა
  • ნიუკასლი შარშან ოქტომბერში საუდის არაბეთის ფონდმა შეიძინა 

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა ნიუკასლმა 2022/2023 წლების სეზონისთვის სათამაშო ფორმის მესამე კომპლექტი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ კლუბის ახალი ფორმა საუდის არაბეთის დროშის ფერებშია და ამ ქვეყნის ნაკრების ფორმასაც წააგავს.

ახალი კომპლექტი ნიუკასლის საიტზე ოფიციალურად არის წარმოადგენილი და ის თეთრ-მწვანე ფერებშია. აღნიშნულია, რომ ფორმის ამ ვერსიაში იშვიათი მასალებია გამოყენებული და ის რამდენიმე ტექნოლოგიური მიღწევით გამოირჩევა.

ნიუკასლის მაისურების ტრადიციული ფერები შავ-თეთრია

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში ნიუკასლი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა 300 მილიონ ფუნტად შეიძინა.

ინგლისური კლუბი სეზონის პირველ ნახევარში გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ მფლობელების შეცვლისა და მწვრთნელად ენდი ჰაუს მისვლის შემდეგ, "კაჭკაჭებმა" ჩემპიონატის დასრულება ცხრილის შუა ნაწილში მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები