Thumbnail

LOL | სამწლიანი პაუზის შემდეგ LEC-ის ფინალი კიბერარენას უბრუნდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ჩემპიონატს შვედეთის ქალაქი მალმიო უმასპინძლებს
  • ტურნირი 10-11 სექტემბერს მაყურებლების თანხლებით ჩატარდება

League of Legends-ის პრესტიჟული ტურნირი LEC Summer Split კიბერარენას უბრუნდება. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი შვედეთის ქალაქ მალმიოში მაყურებლების თანხლებით ჩატარდება.

შვედეთში LEC-ის ფინალი ბოლოს 2015 წელს იხილეს, როცა ღონისძიება სტოკჰოლმში გაიმართა, წლევანდელი ჩემპიონატი კი 10-11 სექტემბერსაა დაგეგმილი. ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები საბოლოოდ იმ LEC გუნდების ვინაობას გამოავლენს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 

“მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ 2022 წლის ზაფხულის ფინალს მალმიო უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შოუ, რომელსაც სამის წლის შემდეგ ჩავატარებთ. მოუთმენლად ველით გულშემატკივრებს, რომლებსაც დაუვიწყარი ემოციების გაზიარებას ვპირდებით” - განაცხადა League of Legends Esports EMEA-ს ხელმძღვანელმა მაქსიმილიან შმიდტმა.

როგორც შმიდტმა თავის კომენტარში აღნიშნა, კიბერარენაზე ჩემპიონატს ბოლოს სამი წლის წინ ათენმა უმასპინძლა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს G2 და Fnatic დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღდვების გამო, გუნდებმა ბერლინში გადაინაცვლეს, სადაც სპეციალური სტუდიიდან მაყურებლების გარეშე თამაშობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მალმიოს არენა 15 000-მდე ადამიანს იტევს და იქ სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მუსიკალური ფესტივალებიც ტარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები