Thumbnail

საუკუნის საუკეთესო შედეგი! იგა შვიონტეკმა ზედიზედ 36-ე მატჩი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შვიონტეკი 6:0, 6:3 ფეტი
  • პოლონელი ვარსკვლავი ლონდონშიც შეუჩერებელია

21 წლის პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი XXI საუკუნეში საუკეთესო შედეგის ავტორი გახდა. იგამ უიმბლდონის პირველ წრეში ხორვატ იანა ფეტს 6:0, 6:3 სძლია და ეს გამარჯვება მისთვის ზედიზედ 36-ე (!) გამოდგა (ბოლოს წლეულს 16 თებერვალს დამარცხდა).

ამით, პოლონელმა ვარსკვლავმა ვენუს უილიამსის მიღწევა (მიჯრით 35 გამარჯვება) დაამხო და მიმდინარე საუკუნეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

იგას იდენტური შედეგი გააჩნია მონიკა სელეშს (36), მასზე წინ კი მარტინა ჰინგისი (37), კრის ევერტი (55), მარგარეტ კორტი (57), შტეფი გრაფი (66) და მარტინა ნავრატილოვა (74) არიან, თუმცა, ყველა მათგანს წაუგებელი სერია გასულ საკუნეში ჰქონდა.

პოლონელ ჩოგბურთელს WTA-ს რეიტინგში 8 576 ქულა აქვს და დიდი სხვაობით უსწრებს ტუნისელ მეორეადგილოსან ონს ჟაბერს (4 340), ამდენად, უიმბლდონის უმთავრეს ფავორიტადაც მოიაზრება. ლონდონური ტურნირის მე-2 რაუნდში იგას მეტოქე “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე ნიდერლანდელი ლესლი პატინამა კეკრჰოვე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები