Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ჯგუფის ლიდერს შეხვდება
  • ლადო კილასონიას გუნდმა პირველი მატჩი იტალიასთან წააგო

უცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 9 მოთამაშე შეცვალა. ქართველი მორაგბეები იტალიის ქალაქ ტრევიზოში უელსს შეხვდებიან.

ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრმა თორნიკე კახოიძემ და ფრთებმა – გაგა ქევხიშვილმა და შალვა აფციაურმა. სრულად შეიცვალა ღერძი და თამაშს კოტე იაშვილისა და მატის მოდებაძის წყვილი იწყებს. ცენტრში გამოჩნდა იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი. ყველა ეს მოთამაშე იტალიასთან მარქაფაში იყო.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველ ხაზი და მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდნენ გიორგი მამაიაშვილი, გიორგი მაისურაძე და ბადრი ციხისთავი. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ბურდულმა, რომელსაც ამჯერად გიორგი კერვალიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ლაშა ციხისთავი და ბექა შვანგირაძე, ფლანკერად კი რატი ზაზაძე დაწინაურდა.

პირველ ტურში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძელ იტალიას 3 ლელო გაუტანეს, თუმცა თავად ხუთი მიიღეს და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს, ხოლო უელსმა შოტლანდია 45:15 დაამარცხა.

უელსთან მატჩი თბილსის დროით 19:00-საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV-ი შემოგთავაზებთ.

ხაზი: 15. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ბადრი ციხისთავი (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 17. დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 19. პაატა გალდავა (აია), 20. ბექა გელხვიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 25. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

კომენტარები

ბოლო ამბები