Thumbnail

'ეს მთავარი სტადიონი იყო, ახლა კი კრატერია' - რუსული ბარბაროსობა უკრაინაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსებმა უკრაინაში მორიგი სპორტული კომპლექსი გაანადგურეს
  • რუსლან მალინოვსკი მიკოლაივზე შეტევას ეხმაურება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ოთხ თვეზე მეტია, რაც უკრაინა თავს პუტინის რუსეთისგან იცავს. დამპყრობელი ქვეყანა უკვე ტეორისტულ ორგანიზაციად იქცა, მისი სამიზნე ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა, სავაჭრო ცენტრები და სპორტული ინფრასტრუქტურაა. სამშაბათს უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქმა მიკოლაივმა ომის დაწყების დღიდან ყველაზე საშინელი წუთები გადაიტანა - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქზე გამოშვებული 8 ჭურვიდან 3 ჩამოაგდო, მაგრამ დანარჩენებმა მიზანს მიაღწიეს.

მოედანზე 5 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდა

ერთ-ერთი ჭურვი მიკოლაივის სტადიონ ცენტრალნიზე ჩამოვარდა და ახლა იქ საფეხბურთო მოედნის ნაცვლად 15-მეტრიანი კრატერია 5 მეტრი სიღრმით. რუსები მიკოლაივს ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან უტევდნენ. 

სტადიონის ფოტო სოციალურ ქსელში ატალანტას ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ გამოაქვეყნა: "ეს მიკოლაივის მთავარი სტადიონი იყო, ახლა კი კრატერია. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა ჭურვებს ისვრიან რუსი დამპყრობლები".

ცენტრალნი 1965 წელს არის აშენებული, ის 16 700 ადამიანს იტევს. ამ სტადიონზე თამაშობს (თამაშობდა) MFK Mykolaiv, უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი უძველესი კლუბი.

კომენტარები

ბოლო ამბები