Thumbnail

ტრანსფერები | ყველაფერი გადაწყდა - რიშარლისონი ტოტენჰემში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტოტენჰემსა და ევერტონს შორის რიშარლისონის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ითამაშებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბრაზილიის ნაკრებისა და ევერტონის თავდამსხმელი რიშარლისონი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს.

იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო საკუთარ გვერდზე წერს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. ლონდონელები ფეხბურთელსაც შეუთანხმდნენ პირად კონტრაქტზე და შემდეგ ევერტონთანაც მოილაპარაკეს.

ანტონიო კონტეს გუნდი 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება. რიშარლისონი სამედიცინო გამოკვლევას ბრაზილიაში გაივლის.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარიერა ატლეტიკო მინეიროში დაიწყო, შემდეგ ფლუმინენსეში გადავიდა, ხოლო 2017 წელს უოტფორდს შეუერთდა. ევერტონში სამხრეთამერიკელი 2018 წელს გადავიდა და დღემდე 152 თამაშში 53 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ის ბრაზილიის ნაკრების წევრი 2018 წლიდანაა და 36 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები