Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 4 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს
  • 'თბილისი არენაში' გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა 4 ივლისს, 19:00 სთ-ზე, ახალაშენებულ "თბილისი არენაზე" (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) გაიმართება.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო და მათი ფასი, კატეგორიის მიხედვით, 15-იდან 50 ლარამდე განისაზღვრება.

I იარუსის ბილეთები - 15, 20, 25, 30 ლარი.
II იარუსის ბილეთები - 30, 35, 40 და 50 ლარი. 

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გასვლითი მატჩი 61:89 დათმო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თამაშზე დასწრების მსურველი გულშემატკივრებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს და არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს.

🏀 ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის "თბილისი არენას" კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

🏀 გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან  (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით. 

🏀 უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

🏀 გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დარბაზი ევრობასკეტისთვის აშენდა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო G ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, უკრიანა და ჩრდილოეთ მაკედონია ჰყავს. ილიას ზუროსის გუნდი, რომელიც ჯგუფს 4-იდან 3 მოგებით ლიდერობს, უახლოეს მატჩს 1 ივლისს, რიგაში უკრაინასთან (1 მოგება, 2 წაგება) ჩაატარებს, ამავე დღეს ესპანეთი (3 მატჩი, 3 მოგება) ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მატჩი, 4 წაგება) უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები