- U20 | უელსი 30:24 საქართველო
- ქართველ მორაგბეებს ჯგუფში ბოლო მატჩი შოტლანდიასთან ელით
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიების მე-2 მატჩში უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მოგების შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა, თუმცა, უკვე გაწითლებულ დროზე თავისი ხუთმეტრიანი დერეფნის მოგება ვერ მოახერხა და 24:30 დამარცხდა. შედეგად, უმცროს ბორჯღალოსნებს მხოლოდ სანუგეშო ქულა ერგოთ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში აშკარა ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს 3 ლელო დავუდეთ და ტაიმი 21:13 მოვუგეთ, თუმცა, შესვენების შემდეგ უელსელთა უპირატესობა აშკარა გახდა და საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 1 ჯარიმის გატანა შესძლო.
აღსანიშნავია, რომ ძალისმიერ თამაშში ქართველმა მორაგბეებმა “დრაკონებს” ტოლი არ დაუდეს და ბოჭვებიც კარგი ჰქონდათ, თუმცა, ინდივიდუალურად უელსელი ბიჭები უფრო საზრიანად მოქმედებედნენ და ფეხით თამაშიც უკეთესი ჰქონდათ.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კარგად გამოიყენეს მოლში უპირატესობა და აუტებსაც ძირითადად სუფთად იგებდნენ, თუმცა კი, ამ კომპონენტმა სწორედ გადამწყვეტ მომენტში დააღალატათ. დიდი ალბათობით, ბოლო დერეფანი რომ მოგვეგო, მორიგ მოლს ლელო მოჰყვებოდა და მისი გარდასახვის შემთხვევაში, საქართველო 1 ქულით იგებდა.
ასე კი, ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს და B ჯგუფში უელსისა და იტალიის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბოლო შეხვედრა შოტლანდიასთან 6 ივლისს ელის და წარმატების შემთხვევაში, მე-3 პოზიციას შეინარჩუნებს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ტურნირის დასკვნითი თამაშს A ჯგუფის მესამედგილოსანთან გამართავს.
უელსი 30:24 საქართველო
საქართველო: 3 ლელო – მაისურაძე, შვანგირაძე, კერვალიშვილი; 3 გარდასახვა – მოდებაძე (2), სახელაშვილი; 1 ჯარიმა – ხუციშვილი.
სინბინი: ზაზაძე, მოდებაძე.
კომენტარები