Thumbnail

PUBG Mobile | World Invitational გაზრდილი საპრიზო ფონდით კიბერარენას უბრუნდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ღონისძიება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარდება
  • ტურნირის პირველი ეტაპი 11-იდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება
  • ყველაფერი, რაც PUBG Mobile World Invitational 2022-ზე უნდა იცოდეთ

PUBG Mobile-ის ყველაზე მასშტაბური ტურნირი - World Invitational 2022 კიბერარენაზე, განახლებული საპრიზო ფონდით ბრუნდება.

კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, კიბერსპორტის მრავალი სახეობა ჩვეულებრივ სათამაშო რიტმს დაუბრუნდა. გამონაკლისი არც PUBG Mobile World Invitational 2022-ია, რომელშიც ჩემპიონატის ჩატარების ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ღონისძიების ორგანიზატორები, Tencent Games-სა და KRAFTON-თან ერთად, Gamers8 და ESL იქნებიან. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლევანდელი PUBG Mobile-ის საერთაშორისო გლობალური ჩემპიონატების ჯამური საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რომელიც PMGC და PMWI ტურნირებს მოიცავს.

შეგახსენებთ, გასულ წელს შეჯიბრი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელიც პანდემიის გამო ორ რეგიონად (აღმოსავლეთი და დასავლეთი) დაიყო, რის გამოც საპრიზო ფონდი მხოლოდ 80 000 დოლარს შეადგენდა. 

შარშან აღმოსავლეთ რეგიონის გამარჯვებული ტაილანდური გუნდი გახდა

PUBG Mobile-ის მთავარი ჩემპიონატი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. ტურნირი ორ ეტაპად განაწილდება: პირველი შეჯიბრი 11-დან 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, რომელშიც 18 მოწვეული გუნდი იასპარეზებს და საპრიზო ფონდი 2 მილიონი დოლარი იქნება. მეორე კვირა უკვე 18-20 აგვისტოს ჩატარდება, სადაც ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 გუნდი დაუპირისპირდება. ამ ღონისძიებაში კი მილიონი დოლარის ფულადი პრიზი გათამაშდება.

ინფორმაცია PUBG Mobile Global Esports-ის დირექტორმა, ჯეიმს იანგმა გაავრცელა: "2022 წელს, ჩვენ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რათა eSports უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, ვიდრე აქამდე იყო. ვამაყობთ, რომ გავაფართოვეთ ჩვენი შესაძლებლობები პროფესიონალი მოთამაშეებისთვის".

სხვათა შორის, ერ-რიადში კიდევ ერთი სპორტული ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელიც საუდის არაბეთის eSports-ის ფედერაციამ დაანონსა. ჩემპიონტი 14 ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 15 მილიონი დოლარი იქნება. როგორც ჩანს, გეიმინგში საკმაოდ დატვირთული ზაფხული გველის.

კომენტარები

ბოლო ამბები