Thumbnail
  • დანიის ჩემპიონმა საკონტროლო შეხვედრა ფეიენოორდთან ჩაატარა
  • ქართველმა მცველმა ნიდერლანდების გუნდს გოლი თავით გაუტანა

კოპენჰაგენის მცველი დავით ხოჭოლავა სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლით გამოირჩა. დანიის ჩემპიონმა საკონტროლო შეხვედრა ერედივიზიეს ბრინჯაოს პრიზიორ ფეიენოორდთან ჩაატარა და ანგარიშით 7:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი კოპენჰაგენის სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ჩაატარა, გატანილი გოლით კი 23-ე წუთზე გამორიჩა. მისმა თანაგუნდელმა სტანდარტიდან ნიდერლანდური გუნდის საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას ხოჭოლავამ დაასწრო და ნახტომში ბურთი თავით კარში გადაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავას გუნდმა მეტოქეს ხუთი გოლი შესვენებამდე გაუტანა.

დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენში 2021 წლის ზაფხულში, დონეცკის შახტარიდან გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში ქართველმა მცველმა დანიური გუნდის ღირსება სუპერლიგის 22 მატჩში დაიცვა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები