Thumbnail

გოგა ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოულოდნელი ტრავმის გამო ვერ ითამაშა უკრაინასთან მარცხით დასრულებულ შეხვედრაში. ამასობაში, გოგას გუნდში, ინდიანა პეისერსში დიდი ცვლილებებია. 

ESPN-ის ადრიენ ვოინაროვსკის მიხედვით, კლუბმა სარფიანად გაუშვა მცველი მალკოლმ ბროგდონი ბოსტონში გაუშვა და მის ნაცვლად მიიღო: დანიელ თაისი, აარონ ნეისმითი, ნიკ სტაუსკასი, მალიკ ფიტსი, ჯუვან მორგანი და 2023 წლის დრაფტის პირველი წრის არჩევანის უფლება. 

ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ სიიდან 30 წლის გერმანელი ცენტრი დანიელ თაისია. indycornrows.com-ის აზრით, თაისი სათამაშო წუთებისთვის ერთდროულად აიზია ჯეკსონსა და გოგა ბითაძეს გაუწევს კონკურენციას. 

ინდიანამ ასევე ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ფორვარდ ჯეილენ სმითს, ამის შესახებ უკვე  The Athletic-ის შემს შარანია წერს. მას მერე, რაც ცენტრი ფინიქსიდან ინდიანაში გადავიდა, ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი წუთი სწორედ მან ითამაშა და არა გოგამ, თუმცა მისი კონტრაქტი გარანტირებული არ იყო. indycornrows.com წერს, რომ სმითი ბითაძეს პოზიციურ უნივერსალიზმში სჯობს და უკეთ ერგება ორივე როლს (4 და 5-ზე თამაშს). 

ახლა ინდიანას კონტრაქტი აკავშირებს 11 მოთამაშესთან (მათ შორის გოგასთან), ამას დავუმატოთ დრაფტზე არჩეული 3 კალათბურთელი და 5 ბოსტონიდან ტრეიდით მოსულები. ფაქტია, რომ ცენტრის პოზიციაზე კონკურენცია გამძაფრდა: მაილს ტერნერი დაიწყებს, თუმცა ამ პოზიციაზე გოგას, ჯეკსონს, სმითს  და ტაისს შეუძლიათ თამაში. ასევე მძიმე ფორვარდებს ბრისეტსა და ტეილორს. 

კომენტარები

ბოლო ამბები